თეგებით ძიება

"ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, ახლა კი ბელორუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა საქართველოს ბელორუსული რეჟიმის გვერდზე მოიხსენიებენ. 

"ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელორუსებს და მოლდაველებს ბრძოლისაკენ მოუწოდა. დააკვირდით, რომ არც ბელარუსი და არც მოლდოვა ფორმალურად ნატოსკენ არ მიისწრაფვიან. ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში.

ახლა კი ბელორუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ. დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო,“ - წერს სააკაშვილი. 

შეგახსენებთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება ძვირფასია ხალხისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელარუსშიც, მოლდოვაშიც, საქართველოშიც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა