ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, აქამდე დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის დაღმავალი რეიტინგი სწორედ ამ დაპირისპირების შედეგია,
„მელიას რომ ჰქონდეს თავმოყვარეობა, აქამდე დატოვებდა „ნაციონალურ მოძრაობას“. მოწოდებაც არ უნდა ჭირდებოდეს, ის ისედაც არის უკვე რეალურად განდევნილი პარტიიდან, მაგრამ ჯიუტად მაინც არ ტოვებს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. წარმოიდგინეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ვერ ელევა კაცი, რა თავმოყვარეობაზე არის საერთოდ საუბარი. მათი შიდა დაპირისპირება არის ძალიან კარგი. სწორედ ამ შიდაპარტიული დაპირისპირების შედეგია, მათ შორის ის დაღმავალი რეიტინგი, რომელიც აღენიშნება „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა კობახიძემ.