თეგებით ძიება

"მე რას ვიზამდი უცხო ქვეყანაში, საფულე რომ მენახა ფულით? კი, იმას, რასაც შენ" - რას წერს ირაკლი ვაჩიბერაძე?

ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანელმა ტურისტმა ქუთაისში, საფულე ნახა და პატრონს დაუბრუნა.

"ეს პოლიციის შენობაა? იკითხა ასაკოვანმა ტურისტმა, რომელიც მერიის შენობასთან ველოსიპედით მოვიდა. არა ქალბატონო, ადგილობრივი ხელისუფლების შენობაა - ვუთხარი მე. შენ ვინ ხარ, მე ჟურნალისტი-თქო. ჰოდა საფულე ვნახე და პოლიციაში მინდოდა მიტანა, პირადობაც საფულეში დევს და რადგან ჟურნალისტი ხართ, იქნებ იცნობდეთ კიდეცო.

რამდენიმე თვითმხილველთან ერთად გავხსენით საფულე, პირადობის მოწმობით გავარკვიეთ, რომ მესაკუთრე ქუთაისელი ახალგაზრდა იყო, facebook-ში მივწერე, რომ მისი საფულე, დოკუმენტებით და ფულით ჩვენთან იყო. მოვიდა, წაიღო და მადლობელიც დარჩა.

გერმანელ ტურისტზე კი ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ესაა ჩემთვის ევროპა, ესაა ჩემთვის ევროპული აზროვნება, ესაა ჩემთვის ხვალინდელი დღე. მე რას ვიზამდი უცხო ქვეყანაში, საფულე რომ მენახა ფულით? კი, იმას, რასაც შენ!", - წერს სოციალურ ქსელში "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა