თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს - კახა კალაძე

საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა, გიორგი ვაშაძე იყოს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება სააშკარაოზეა გამოტანილი.

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები შინაარსობრივად წარმოადგნენ ერთ გუნდს - „ნაციონალურ მოძრაობას“. შემდეგ ჰქონდათ რაღაც დაყოფა, განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ესენი არიან ერთი პარტიის შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიად დაყოფილები და ჩამოყალიბებულები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“.

შიდა დაპირისპირებაა, რაც უკვე სააშკარაოზეა გამოტანილი. დღეს ხაბეიშვილი ჰყავთ წარმოდგენილი ლიდერად, მეც ვუჭერდი მხარს ხაბეიშვილის „გალიდერებას“ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მათ პარტიაში მოვლენები“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა