თეგებით ძიება

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება“ - რომან გოცირიძე

ქვეყანაში თანდათანობით მცირდება მოსახლეობის ბუნებრივი მატება - ამის შესახებ პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ქვეყანას რომ ხალხი მასობრივად ტოვებს, ამას ბევრ სხვა უარყოფით მოვლენას შორის ერთი საგანგაშო შედეგიც ახლავს თან-თანდათანობით მცირდება ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი მატება (სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის). თუ 2014 წელს ეს მაჩვენებელი 11 548 ადამიანს შეადგენდა, 2019 წელს მინიმუმად, 1 637-ამდე დაეცა, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში უარყოფითიც კი გახდა, ანუ ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადე. ამ კატასტროფული სურათის ძირითადი მიზეზი ამ წლებში კორონავირუსი იყო, მაგრამ ემიგრაციამაც თავისი მძიმე კვალი დაამჩნია“ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა