თეგებით ძიება

დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე კელი დეგნანს

 აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, პრაიდის ფესტივალზე, 8 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ ექსტრემისტების ვანდალიზმს პოლიციის მხრიდან პასუხი არ ჰქონია.

"დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დეგნანის განცხადებას.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ძალადობა ყოფილიყო თავიდან აცილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა მიუხედავად იმისა, რომ რისკები არსებობდა. შინაგან საქმეთა მინისტრს ეკუთვნის მადლობა და არ მგონია ეს შეფასება სწორი იყოს, რაც გაკეთდა კონკრეტული დიპლომატის მხრიდან. დიპლომატის საქმე არ არის დაკვეთის მიცემა დაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა