თბილისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
უკვე 13 დღეა, თბილისში გოჩა დადახავას ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ და წერენ, რომ გოჩა დადახავა აფხაზეთიდან არის და ის თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.