თეგებით ძიება

„ეს იყო ჩვენთვის . ასპირანტი ქვეყანა ვართ და ამ დროს არ იწვევენ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს“,- ალეკო ელისაშვილი

შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა „იმდენად დააბეჩავა და გააბანძა, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოდან არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ იყო“. მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა ნატო-ს სამიტზე, ხოლო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა არც კი გამოუგზავნეს.

„უცხოეთში საქართველოს იმიჯი დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არ გაუშვეს. ორღობის დედაკაცივით ნატო-ს და ევროკავშირს, რომ ლანძღავ, განსაკუთრებით კალაძე, ქალაქს მიხედოს უბედურ დღეშია, დგას და საგარეო საქმეთა მინისტრად წარმოიდგინა თავი. ნახევარ თბილისში წყალი და შუქი არ მოდის, ამაზე კი არ ფიქრობს. რომ ლანძღავდნენ, იქ რა არ იციან ესენი აქ რას ლაპარაკობენ? თუ ქვის ხანაა და იქ არ შეიტყობენ?! 21-ე საუკუნეა, ნათქვამი არ აქვთ და უკვე გაგებული აქვთ. შესაბამისად, როგორც ვექცევით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ასე აგდებულად მოგვექცნენ. ეს იყო ჩვენთვის კრახი. ასპირანტი ქვეყანა ვართ და ამ დროს არ იწვევენ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს“,- განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა