თეგებით ძიება
13. 07. 2023 მსოფლიო

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას, ამიტომ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ - ვლადიმერ პუტინი

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამაში კარგს ვერაფერს ხედავს.

„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ცხადია, ფაქტობრივად, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გაზრდის თვით უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიოს გახდის ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა: „ამიტომ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა