„მაშინვე ვაშაძე განხილებოდა ოთხეულის პრემიერობის კანდიდატად - ხაბე უბრალოდ გამოიყენეს, რომ ნაცმოძრაობიდან მელია გაეწიათ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინობასთან დაკავშირებულ პოლემიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ვაშაძის პრემიერობა კეზერაშვილს ახლა არ მოსდომებია.
სამეული როდესაც შეერთდა და მელია ხაბეთი ჩაანაცვლეს, მაშინვე ვაშაძე განხილებოდა ოთხეულის პრემიერობის კანდიდატად - ხაბე უბრალოდ გამოიყენეს, რომ ნაცმოძრაობიდან მელია გაეწიათ.
(მერე ბაბლის რეაქციამ აურდაურია ცოტა გეგმები)
აღვწერ, იმიტომ რომ ნიუსია, თორემ ესეც ისეთივე წარმატებული პროექტი იქნება, როგორც თავად სამეული“ - წერს ჩერგოლეიშვილი.