“ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება” – ბაიდენი
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება.
“არავითარი შანსი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად” – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.
ბაიდენის თქმით, პუტინი ვაგნერის სამხედრო ამბოხის შემდგეგ კონტროლის აღდგენას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები გამოთქვამდნენ შეშფოთებას პუტინის რიტორიკის გამო იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ყოველდღიურად ამცირებდნენ მისი გამოყენების რისკებს.