„რაღაზე ვწვალობთ, პირდაპირ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, აწ და მარადის მაფიოზური სინდიკატი იყოს ხელისუფალი“ - სოფიო ხორგუანი
დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა, რასაც უფლებადამცვლი სიფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში ხუმრობანარევი პოსტით გამოეხმაურა.
„რაღაზე ვწვალობთ, პირდაპირ ჩავწეროთ კონსტიტუციაში, აწ და მარადის მაფიოზური სინდიკატი იყოს ხელისუფალი, იმ აფრიკელი დიქტატორის არ იყოს, რად გვინდა არჩევნები, ძვირი ჯდება, გავაუქმოთ“ - წერს ხორგუანი.