რუსთავში, ახალგაზრდა კაცი მე-9 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა
რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან მამაკაცი გადავარდა. კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
დაღუპული 35 წლამდე მამაკაცია.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, საქმე სუიციდთან გვაქვს.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.