თეგებით ძიება

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა დღეს, 14 ივლისს, გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, დავით სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიზეზი მის მიერ სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენაა. ქადაგიშვილის თქმით, სერგეენკომ საგაზაფხულო სესიის 32 სხდომიდან 25 სხდომა გააცდინა.

დავით სერგეენკო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო საბურთალოს ოლქიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა