პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ - ირაკლი ზარქუა
ბატონებო, დაისვენეთ! ფუჭია თქვენი მიმართვები, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში.
ირაკლი ზარქუას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იკვებოს და საბოტაჟს შეეშვას.
„სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს და არ არის საფუძველი, მისი არათუ ქვეყნიდან, არამედ კლინიკაში გადაყვანის, ისევე, როგორც დაადგინა ერთ-ერთმა კვალიფიციურმა კლინიკამ, რომ არც მოწამლულია და არც არაფერი, უბრალოდ, ადამიანმა უნდა იკვებოს და შეეშვას საბოტაჟს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც ინფლაცია არის მაღალი, სადაც არის უამრავი გამოწვევა, კონცენტრირდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპას. რაც პრობლემაც ქმნის, ეს არის რუსეთის აგრესია, ამაზე კონცენტრირდით. ქალბატონმა გიული (ალასანია) რა გადაიხადა ერთი ასეთი, რომ ვერ ეშვებიან. საფუძველი არ არის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იყოს რომელიმე სახელმწიფოში კი არა, კლინიკიდან კლინიკაშიც“, - განაცხადა ზარქუამ.