თეგებით ძიება
14. 07. 2023 მსოფლიო

ჰოლივუდში 160 ათასამდე მსახიობი გაიფიცა

ჰოლივუდის მსახიობები სცენარისტების გაფიცვას შეუერთდნენ - 160 ათასამდე მსახიობმა მუშაობა შეწყვიტა, რასაც კინოსტუდიებისა და სატელევიზიო კინოწარმოების დიდი ნაწილის შეჩერება მოჰყვა.

პროფესიულ კავშირს, კინომსახიობთა გილდიას (SAG) სურს, რომ სტრიმინგ გიგანტები მოგების უფრო სამართლიან განაწილებასა და უკეთეს სამუშაო პირობებზე დათანხმდნენ, ასევე მსახიობები ციფრული რეპლიკებით უზურპაციისგან დაიცვან.

პროფკავშირი ითხოვს გარანტიებს, რომ ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და კომპიუტერით შექმნილ სახეებსა და ხმებს მსახიობების ჩანაცვლებისთვის არ გამოიყენებენ.

სანამ გაფიცვა გაგრძელდება, მსახიობებს არ შეუძლიათ გამოჩნდნენ ფილმებში ან თუნდაც პოპულარიზაცია გაუწიონ მათ მიერ გადაღებულ ფილმებს.

პიკეტირება Netflix-ის კალიფორნიის შტაბ-ბინის გარეთ არის დაგეგმილი, შემდეგ კი - Paramount-ში, Warner Bros-სა და Disney-ში.

13 ივლისს ღამით, ვარსკვლავებმა კილიან მერფიმ, მეთ დეიმონმა და ემილი ბლანტმა კრისტოფერ ნოლანის Oppenheimer-ის პრემიერა [ლონდონში] დატოვეს, როდესაც გაფიცვა გამოცხადდა. 

ფილმის რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა კინომაყურებელს განუცხადა, რომ ის „მხარს უჭერს მსახიობთა ბრძოლას“. რამდენიმე მსახიობმა, მათ შორის Better Call Saul-ის ვარსკვლავმა ბობ ოდენკირკმა, სინტია ნიქსონმა („სექსი დიდ ქალაქში“) და ჰოლივუდის ვეტერანმა ჯეიმი ლი კერტისმა, გაფიცვასთან დაკავშირებით, თავიანთი მხარდაჭერა Instagram-ზე დააფიქსირეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა