მთასავით ბიჭი ასვენია ჩემს წინ, არ ვიცი რა ვთქვა - რას ამბობენ ადგილობრივები სამეგრელოში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
მდინარე აბაშაში, გაჭედილის ტერიტორიაზე, დღეს 17 წლის ბიჭი გარდაცვლილი სენაკის მკვიდრი დათო საჯაიაა.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ ბიჭმა ცურვა არ იცოდა.
"ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა. მთასავით ბიჭი ასვენია ჩემს წინ. აქ ვარ და გახევებული ვარ და არ ვიცი რა ვთქვა. ბავშვები საბანაოდ წასულან მდინარე აბაშაზე. იქ არის საბანაო ადგილი, რომ გადახტები ფეხით ამოდიხარ მეორე მხარეს. მაგის იქით არის ღრმა წყალი. 5 მეტრი იქნება სიღრმე. მანდ დაიხრჩო. მაღალი, შავგრემანი ბიჭია“, - ამბობს ადგილობრივი.