წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 - 17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. 15 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
სააგენტოს ცნობითვე, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.