ცოტა გაბრაზებული ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“ - ირაკლი ზარქუა
ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ, ყველა გეტყვით, რომ რადიკალები, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იჩაგრება.
„არ აქვს მნიშვნელობა, მას „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაარქმევ, „ევროპესიმისტს“, „ევროოპტიმისტს“ თუ ასე შემდეგ, ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, კაცი არის ლიდერად დანიშნული, ვაშაძე რომ გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად, ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია ან ოპოზიციური ერთობისთვის? ან ქვეყნისთვის? ჩემი „ხაბე“ დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, მცდელობა აქვს, ომობს, იბრძვის თავისი მსოფლმხედველობით. სჯერა, სწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე? რატომ ჩაგრავენ „ხაბეს“? ფაქტია, მცდელობა აქვთ, რომ ვაშაძე გაიყვანონ გაერთიანებული რადიკალების ლიდერად. „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“, - მიმართა ზარქუამ ხაბეიშვილს.