თეგებით ძიება

როგორ შეიძლება გავხდეთ რისკების საფუძველი? თურქეთ-რუსეთს შორის დღეში 100 რესი სრულდება, აზერბაიჯან-სომხეთიდან 25-25 - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსეთიდან ფრენები, იმ კუთხით, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში შევლენ, სარისკო არაა.

"ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, რომ ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. ეს ერთი, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს და მეორე, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად "სარისკოა" ამ კუთხით საქართველოში ფრენები, რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში თურქეთ-რუსეთს შორის დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანი დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება საქართველოში ფენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია, როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა