„დალეწეს შესასვლელი კარი, დალეწეს ავეჯი და არ დაინდეს ადამიანები...“ - რა ხდება თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში?
ერთ-ერთი მაღაზიის საიუბილეო ფასდაკლების გამო რიგში ასობით ადამიანი ჩადგა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ეს არის სამარცხვინო საქციელი! გადაუარეს ერთმანეთს, დალეწეს შესასვლელი კარი, დალეწეს ავეჯი და არ დაინდეს ადამიანები. სირცხვილია! ეს გამოიწვია 100-ლარიანმა ბუდე საქანელამ, რომელიც იყო განსაზღვრული პირველ 100 მომხმარებელზე...“;
„სირცხვილია... საქანელას გულისთვის ერთმანეთის ლანძღვა და რტყმევა... ხშირად გააკეთეთ ასეთი ფასდაკლება და გალახული და შეურაცხყოფილი ხალხიც ნაკლები გეყოლებათ!“;
„100-ლარიანმა ბუდე საქანელამ, რომელიც იყო განსაზღვრული პირველ 100 მომხმარებელზე, გადაუარეს ერთმანეთს!მოდით და ახლა ამათ მოთხოვეთ ჭკუა..." - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.