თეგებით ძიება

სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ავადმყოფი, მომაკვდავი, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა - გია ვოლსკი

მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ სააკაშვილმა მოულოდნელად, შეუთანხმებლად მიატოვა ის როლი, რომელიც მას ჰქონდა მიწერილი - ეს იყო ავადმყოფი, მომაკვდავი, მოწამლული ადამიანის როლი და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროკავშირის წევრ ერთ-ერთ სახელმწიფოში გადაიყვანონ.

გია ვოლსკის შეფასებით, სააკაშვილთან დაკავშირებული „ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა“.

„რასაკვირველია, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" მისი ლიდერობა არ სჭირდებათ, აქ სხვა თემებზეა საუბარი, ხოლო ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. სახელმწიფო დახატეს, როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს ის პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“, -განაცხადა ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა