„სანამ მშვიდობიანად და ჰუმანურად ვიქცევი, დამიბრუნეთ! სახეზე მახსოვხართ ოთხივე...“ - რას წერს სოცქსელის მომხმარებელი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლუკა ჩხატარაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ მანქანიდან ლეპტოპი მოპარეს.
„მოკლედ მეგობრებო გთხოვთ გადააზიაროთ!
გუშინ დილის 7 ზე კუს ტბიდან წამოვედი და გზად გამოვიყოლე სიკეთის მიზნით 4 ადამიანი - 2 გოგო 2 ბიჭი. ვაჟას ძეგლამდე მანქანაში მედო ლეპტოპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მთელი ჩემი სამუშაო მასალები ყველაფერი მანდ მაქვს. ჩვეულებრივი ლეპტოპია, სასწაული არააა და ვერც გაყიდით და ვერც ვერაფერს უზამთ ისეთს, რომ იხეიროთ. მე კიდევ ძალიან დიდი შრომა და მასალები ჩამეყრება წყალში. ასე რომ, თუ აქ ხარ, ან ვინმესთან იქნებით, დამიბრუნეთ. არაფერს მოვიმოქმედებ. სახეზე მახსოვხართ ოთხივე. პოლიციაშიც განცხადება დავწერე და საქმე არ აღმიძრავს, ისევ თქვენთვის, სანამ მშვიდობიანად და ისევ ჰუმანურად ვიქცევი. თუ ვინმესთან გამოჩნდებით, დამიბრუნეთ. მადლობა. გთხოვთ გადააზიაროთ!“ - წერს ლუკა.