თეგებით ძიება

რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 178 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ, მათ შორის არიან ქართველებიც

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის ტერიტორიაზე მებრძოლი 178 უცხოელი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა Lenta.ru ავრცელებს ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით.  

"დადგენილია, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, იმავდროულად, სხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან. დაქირავებულთა შორის არიან ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ბელგიის, დანიის, შვედეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, საფრანგეთის, ესტონეთის, ნიდერლანდების, ალბანეთის, ბულგარეთის, კორეის, ნამბიის, პერუს, უზბეკეთის, ისრაელის, საქართველოსა და ბრაზილიის მოქალაქეები", - წერს გამოცემა კომიტეტზე დაყრდნობით. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა