თეგებით ძიება

უკრაინის შესაძლო გაწევრიანება NATO-ში საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას - ვლადიმერ პუტინი

უკრაინის შესაძლო გაწევრიანება NATO-ში საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად, ეს მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს გახდის და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ვერაფერ კარგს ამაში ვერ ვხედავ”. – განაცხადა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა