კაცს შვილის ნახატები საკუთარ სხეულზე ტატუებად გადააქვს
კანადის მკვიდრმა, კეიტ ანდერსონმა თავის სხეულზე ტატუებად შვილის ნახატების ზუსტი ასლები გადაიტანა.
ყოველწლიურად კაცი ხელზე ერთ ფერად ტატუს იკეთებს, რომლის ავტორიც მისი პატარა ბიჭია. ტატუების კოლექციის შექმნა მაშინ დაიწყო, როცა შვილი 4 წლის გახდა.
კეიტი ამბობს, რომ ეს იქამდე გასტანს, სანამ მის პატარას ხატვა არ მობეზრდება.