5 საუკეთესო ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - გაიგეთ, რომელ ადგილს იკავებთ
რომელია 5 საუკეთესო ცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცნობილია.
1 ადგილი - კირჩხიბი
დაიყოლიო ქალი-კირჩხიბი გათხოვებაზე არც ისეთი იოლია, მაგრამ თუ დათანხმდა, ის გამოამჟღავნებს საკუთარ თავს მთელი მშვენიერებით: ის ჭკვიანიც არის, ლამაზიც და კარგი დიასახლისიც. მისთვის ოჯახი - მთავარია.
მე-2 ადგილი - მერწყული
საპატიო მეორე ადგილი ერგოთ მერწყულებს - მხოლოდ იმიტომ , რომ მათ არ უყვართ პირველობა. ცოლი-მერწყული თითქმის მითიური ქალია, მამაკაცების ოცნებების მთავარი გმირი: ნორჩი, მუდამ შესანიშნავი, მუდამ საოცარი. აქ მხოლოდ ერთი პრობლემაა: შვიდ წყვილ რკინის ჩექმას გაცვითავ, სანამ მას ცოლად მოყვანაზე დაითანხმებ.
მე-3 ადგილი - თხის რქა
ლიდერების სამეულის ბოლოში არიან - თხის რქები, ქალები, რომლებმაც ზუსტად იციან ოჯახური ბედნიერების რეცეპტი. თხის რქები თხოვდებიან ჯანსაღი აზრითა და ფხიზელი გაანგარიშებით, და არა რაღაც ნახევრადმითიური შეყვარებით.
მე-4 ადგილი - კურო
საპატიო მეოთხე ადგილი ერგო კურო - ქალს, რომელზეც ღირს დაქორწინება, თუ მხიარული უსაქმური ხარ. იმიტომ რომ კუროებს ნიჭი აქვთ - გაზარდონ ღარიბი უსაქმურისგან წარმატებული უსაქმური.
მე-5 ადგილი - ქალწული
საუკეთესო ცოლების ხუთეულს ხსნის ქალწული - ის იმდენად არ არის ცოლი, რამდენადაც საუკეთესო მეგობარია. ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოლ-ქმარი უნდა უყურებდნენ არა ერთმანეთს, არამედ ერთი მიმართულებით, თანაც იქით, სადაც აირჩევს ქალწული.