თეგებით ძიება

ბოლო პერიოდში სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას - რას ამბობს "ვივამედის“ კლინიკური დირექტორი?

"ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტად ითვალისწინებს ექიმების რეკომენდაციას, თუმცა კვების რაციონი სრულად მაინც არ სრულდება.

"მისთვის სასურველ საკვებს რაოდენობრივად უფრო მეტს იღებს, თუმცა კვების კომპონენტთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია, ჩვენ მიერ შეთავაზებული მენიუ სრულად მაინც არ სრულდება. შეიძლება, ადამიანი მაშინ უფრო უარესად გრძნობდა თავს, ახლა შეიძლება, უკეთესად გრძნობს თავს და ალბათ ამიტომ გააუმჯობესა კვების რაციონი. პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, თუნდაც მისი ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე. შეიძლება, სუბიექტურად უკეთესად გრძნობდეს თავს, თუმცა ლაბორატორიულ ანალიზებში მაინც არის ცვლილებები, რომლებიც იმსახურებს ყურადღებას. ჩვენ დიდად არ ვამახვილებთ ყურადღებას მის წონაში მატებასთან დაკავშირებით, თუმცა, როცა მოხდა გადამოწმება, დიახ, აღინიშნება წონაში მატება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა