თეგებით ძიება

ეკატერინბურგში ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის მახლობლად, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა RBC.UA ავრცელებს. 

გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელშიც ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული. შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა. 

რუსული სამთავრობო გამოცემა Ria წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ კონკრეტდება მისი ვინაობა. 

თავის მხრივ, გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს Rosatom-ი და მას მოიხსენიებს როგორც დაშავებულს.

გამოცემა E1 აღნიშნავს, რომ გაჟონვის შემდეგ ელექტროქიმიური ქარხანის 100-მდე თანამშრომელს შეამოწმებენ. მათივე ცნობით, თუ ურანით სავსე კონტეინერი მართლაც დაზიანდა, ის ქიმიურ საფრთხეს წარმოადგენს გარშემო მყოფებისთვის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა