თეგებით ძიება

ავტომანქანებიდან გამონაბოლქვი სპეციალური აპარატით შემოწმდება - რა ინფორმაცია ვრცელდება?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლზე განმარტება გააკეთდა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, გზებზე მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება.

მისივე თქმით, კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გამონაბოლქვის შემოწმება სპეციალური აპარატით იქნება შესაძლებელი.

„დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 100 ლარით დაჯარიმდება. 30 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება გასამაგებული ჯარიმა 300 ლარი. იურიდიულ პირზე იქნება 500 ლარი. შემდგომ – 1 500, ბოლო ეტაპი იქნება 3 000 ლარი.

როდესაც მოხდება კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება და გაზომვა, თუ დაფიქსირდა მავნე ნივთიერებების გადაჭარბება და მესაკუთრე არ ეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება, მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ახლიდან ჩაუტარდება ავტომობილს ტექინსპექტირება. თუ მოხდება შედეგების დადასტურება, საჯარიმო ქვითარი, რომელიც გამოწერილი იქნება, დარჩება ძალაში. თუ შედეგები სხვაგვარად დაფიქსირდება, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ ავტომობილს ტექინსპექტირების ცენტში არ უფიქსირდება დარღვევა, ხდება საჯარიმო სანქციის გაუქმება. როდესაც გვაქვს შემდგომი ქეისი, როცა ავტომესაკუთრე არ ეთანხმება პატრულირების შედეგად გამოვლენილ საჯარიმო სანქციას, თუ ავტოინსპექტირების ცენტრში დასტურდება ჩვენ მიერ გამოწერილი შედეგები, ამ შემთხვევაში ეკისრება ავტომესაკუთრეს, გადაიხადოს თანხა, რომელიც არის დაწესებული ინსპექტირების ცენტრში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა