შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება აბონენტებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 და 16 ივლისს, 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში: მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, ქვემო ლისი, ნაფეტვრები, მსხალდიდი, აგარაკი.
17 ივლისს, 10:30-დან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამის, პაატა ჯანიაშვილის, ვახტანგ ცინცაძის, შერმადინის, როსტევანის, ისიდორე დოლიძის, ილია შეყლაშვილის, ტარიელის და მიმდებარე ქუჩებზე, ჩალიპირებში.
17 ივლისს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, თიანეთში ლაშარის, ხაწირის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.