„მინდა გამოვიცნო, რანაირად გადავაქციო პარტია იმად, რისკენაც ასეთივე თავდავიწყებით გაიქცევიან“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს მაღაზია “მიჰაუსი”-ს საიუბილეო ფასდაკლების გამო ასობით ადამიანი მიაწყდა. მაღაზიის შესასვლელთან გადაღებულმა ვიდეომ და კარის გაღებისას მომხდარმა ინციდენტებმა კი ინტერნეტსივრცე მოიცვეს. მომხდართან დაკავშირებით ჟურნალი „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ბაბლი დასცინის იმ ხალხს, ვინც საკუთარი ამოცანის შესასრულებლად თავდავიწყებით შევარდა მაღაზიაში.
მე კიდევ მაგ ხალხს პატივს ვცემ, და რაღაცნაირად მინდა გამოვიცნო, რანაირად გადავაქციო პარტია იმად, რისკენაც ასეთივე თავდავიწყებით გაიქცევიან - იმიტომ რომ საკუთარ ამოცანას დაინახავენ შიგ.
ფაქტია, რომ ენერგიას არ უჩივიან“ - წერს ჩერგოლეიშვილი.