თეგებით ძიება

სააკაშვილის გადაყვანა გააქრობს პოლარიზაციას ამ საკითხთან დაკავშირებით - ხათუნა სამნიძე

ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში იქნას გადაყვანილი, ეს გააქრობს პოლარიზებას ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„არც ოპოზიციურ სპექტრში და არც საერთაშორისო დონეზე არავინ არის, ვინც ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გადაყვანას არ ეთანხმება. ამიტომ, ბუნებრივია, მიმართვებიც, წერილებიც, თხოვნებიც იქნება, რათა პატიმრობაში, ასეთ რთულ ვითარებაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში გადაიყვანონ. ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი განცხადება, თხოვნა ნიშნავს, რომ ეს პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ქვეყანაში პოლარიზაციის საკითხს. ხელისუფლება თუ დათანხმდება, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნებისთვის სხვა ქვეყანაში იქნას გადაყვანილი, ეს გააქრობს პოლარიზებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა