თეგებით ძიება

იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

ტოკიოში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ, – მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ელჩი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა.

როგორც ირვევა, ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა.

ინციდენტის შედეგად არც საქართველოს ელჩი და არც მისი მძღოლი არ დაშავებულან.

მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.

წყარო: მეტრონომი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა