თეგებით ძიება

„მიხეილ სააკაშვილის არის თავისუფლების სიმბოლო და თუ მას რაიმე დაემართება უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი ბრალეულობაც იქნება"- იულია ტიმოშენკო

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი და  პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას იმ ომის ნაწილად მიიჩნევს, რომელსაც რუსეთი უკრაინაშიი აწარმოებს. 

ტიმოშენკო რადაში სიტყვით გამოვიდა და მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც უკრაინელმა დეპუტატებმა მიიღეს:

"ძვირფასო მეგობრებო დღეს ჩვენ გვაქვს ვალდებულება გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გადასარჩენად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და უნდა მივმართოთ ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს.  ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება, ეს არის იმ სასტიკი ომის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახლა უკრაინაში ახორციელებს. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მიხეილ  სააკაშვილის არის თავისუფლების სიმბოლო და თუ მას რაიმე დაემართება უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი ბრალეულობაც იქნება". აღნიშნა ტიმოშენკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა