თეგებით ძიება

გამოძახებაზე მისულ პოლიციას თუთიყუში დახვდა, რომელიც ქალის ხმით შველას ითხოვდა

პატარა ბრიტანულ ქალაქში ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახებაზე  პოლიციელებს თუთიყუში დახვდათ, რომელიც ქალის ხმით შველას ითხოვდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადგილობრივმა მცხოვრებმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ 54 წლის სტივ ვუდის სახლიდან ქალი დახმარებას ითხოვს. პოლიციის მორიგემ გამოძახება დასაბუთებულად მიიჩნია და შემთხვევის ადგილზე ერთდროულად სამი საპატრულო მანქანა გაგზავნა.

ადგილზე მისვლითანავე გაირკვა, რომ დახმარებას ადამიანი არ ითხოვდა. საქმე ისაა, რომ ვუდი 21 წელია თუთიყუშებს ამრავლებს. თუთიყუში საკმაოდ ხმაურიანი ფრინველია და დილა-საღამოს განსაკუთრებით ხმაურიანი ხდება. პოლიციელების ვიზიტის მიზეზი სავარაუდოდ, სამი წლის თუთიყუშის სახელად ფრედი გახდა -  ის დილიდან ემოციური იყო.

„პოლიციაც და ის ადამიანიც, ვინც პოლიცია გამოიძახა, სწორად მოიქცნენ.  მათ მიმართ პრეტენზიები არ მაქვს“, - აღნიშნა თუთიყუშების პატრონმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიეტნამელმა ქალმა  ქმრის ღალატის შესახებ თუთიყუშისგან გაიგო, რომელიც  სექსის დროს ნათქვამ სიტყვებს იმეორებდა და  განქორწინება მოითხოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა