დაუდგენელმა პირმა მაყაშვილის ქუჩაზე უკრაინისა და ნატოს დროშებს რუსეთის დროშა გადაახატა
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მაყაშვილის ქუჩაზე, ერთ ერთ კედელზე გამოსახული უკრაინისა და ნატოს დროშებს უცნობმა პირმა რუსეთის ფედერაციის დროშა გადაახატა. სამართალდამცველებმა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ტერიტორიაზე ამოიღეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ადგილობრივებს დაპირდნენ რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური დღის ბოლომდე გამოასწორებდა ვითარებას, თუმცა საბოლოოდ კედელი ისევ სტენსილის ავტორებმა მოხატეს უკრაინისა და ნატოს დროშებით.