თეგებით ძიება

“დღეს ადრე ავედი დედის საფლავზე… წარმოსახვაში მყავს, როგორი იქნებოდა” – რას ამბობდა მარიკუნა მიქატაძე „უცნობ“ დედაზე?

მსახიობ, გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე, დღეს, 14 ივლისს გარდაიცვალა.

მარიკუნა მიქატაძე წლების წინ, „პრაიტაიმთან“ ინტერვიუში „უცნობ“ დედას იხსენებდა, რომელიც მისი თქმით,  წარმოსახვაში ჰყავს და მისი ცხოვრების უხილავი და ძლიერი მფარველია.

მარიკუნა მიქატაძე:  „მგონია, რომ დედა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იქნებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ. ირინა სულ ახალგაზრდული იქნებოდა.

ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტია, როდესაც დედას მამსგავსებენ. ძალიან მომწონს დედაჩემი.

როგორც მისი მეგობრები მეუბნებიან, ბოხი ხმის ტემბრით, ენერგეტიკით და სიარულის მანერით ძალიან ვგავარ. დადებითი მუხტის მატარებელი, პოზიტიური ადამიანი ყოფილა, მეგობრებს ძალიან ჰყვარებიათ. როდესაც მათთან ერთად ვარ, სულ მეუბნებიან, დედა, როგორ გვაგონებ ირინასო.

ირინას სამეგობროს აქვს ტრადიცია – დედას დაბადების, გარდაცვალების და ირინობას ადიან მის საფლავზე და მერე იქიდან მიდიან და კაფეში აღნიშნავენ. კიევში გადასვლამდე ამ ტრადიციის ნაწილი მეც მათთან ერთად ვიყავი.

 საერთოდ ძალიან მსიამოვნებს დედის მეგობრებთან ერთად ურთიერთობა. მათი მონათხრობიდან უფრო კარგად აღვიქვამ და წარმოსახვაში ვადგენ დედის სახებას, როგორი შეიძლება ყოფილიყო. ამ მონათხრობებიდან, ვიცი, როგორიც იქნებოდა…

დღეს ადრე ავედი დედის საფლავზე და მისი მეგობრები ვერ ვნახე. იასამნები უყვარდა და ირინობას იასამნებით ავდივარ. ისე თეთრი ვარდები მიმაქვს ხოლმე.“

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა