თეგებით ძიება

პუტინმა „ვაგნერის“ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად,მეთაურად „ჭაღარას“ მეტსახელით ცნობილი პირი შესთავაზა

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა  „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად, „ჭაღარას“ მეტსახელით ცნობილი პირი შესთავაზა.

რუსული წყაროების ცნობით, ანდრეი ტროშევი 1962 წლის 5 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, იმჟამინდელ ლენინგრადში დაიბადა. თუმცა, უცნობია, დასავლური სანქციების დოკუმენტებში, რატომ არის მისი დაბადების თარიღად 1959 წლის 5 აპრილი მითითებული.

საბჭოთა პერიოდში ის იბრძოდა ავღანეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტროშევი მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსულ არმიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეციალურ ძალებში და დანაყოფის მეთაურიც იყო.

ავღანეთში მსახურებისთვის მას წითელი ვარსკვლავის ორდენი ორჯერ მიანიჭეს. ტროშევს ასევე აქვს მიღებული რუსეთის უმაღლესი რანგის მედალი - „რუსეთის გმირის" წოდება, რომელიც მან 2016 წელს, სირიის პალმირაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ შტურმისთვის მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა