ბელარუსის თავდაცვის უწყების ცნობით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსელ სამხედროებს წვრთნიან
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
"ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედროების წვრთნები დაიწყეს.
გამოცდილება, რომელიც წვევამდელებმა ვაგნერელებისგან მიიღეს, სოლიდურ წვლილს შეიტანს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - აცხადებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სწავლება მინსკიდან 90 კმ-ის სამხრეთით, ოსიპივიჩის დასახლების სიახლოვეს მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში 24 ივნისის ამბოხის მცდელობის შემდეგ, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მედიაციის შედეგად გადავიდნენ. დაჯგუფების მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის ადგილმდებარეობა კი დაუდგენელია.