თეგებით ძიება
14. 07. 2023 მსოფლიო

იტალიაში ანომალურ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ანომალიური სიცხეს ებრძვიან. იტალიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სიცხის ამ ტალღას ცერბერუსი უწოდა, სამთავიანი ძაღლის პატივსაცემად, რომელიც მკვდრების სამეფოს შესასვლელს იცავდა.

ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიასა და თურქეთში დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს და ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ის კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ცერბერს“ უკვე ჰყავს ერთი მსხვერპლი ევროპაში - იტალიური მედია იტყობინება, რომ 44 წლის მუშა მილანის მახლობლად მდებარე ქალაქ ლოდიში ზებრას გადასასვლელებს ხატავდა, რა დროსაც გონება დაკარგა. სამწუხაროდ, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა