კიევ-პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარი დააპატიმრეს
კიევ - პეჩორის ლავრის რუსული ეკლესიის მღვდელმთავარს, პავლო ლებედს, კიევის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შინაპატიმრობა, დაპატიმრებით შეუცვალა.
სასამართლომ ლებედს პატიმრობის ალტერნატივად, 33 მილიონ 300 ათასი გრივნის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.
თავად სასულიერო პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღო და გაასაჩივრებს. ლებედი აცხადებს, რომ გირაოს გადასახდელი თანხა არ აქვს.
პავლო ლებედს ბრალი აპრილის დასაწყისში, რელიგიური მტრობის გაღვივებისა და აგრესორი ქვეყნის პროპაგანდის მხარდაჭერისთვის წაუყენეს.