ჩემი ბავშვობა, დიდი სიყვარული... - სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძეს ემოციურად ემშვიდობება
მომღერალი, სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძეს ემოციურად ემშვიდობება.
„ჩემი ბავშვობა…
მეგობრობის უამრავი წელი.. მოგონებები.. დიდი სიყვარული.. ჩემი მარიკუნა…“ – წერს სოფო ნიჟარაძე და მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
14 ივლისს, 39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.