"ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე" - რა ახალ დეტალებს ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი მარიკუნა მიქატაძის გარდაცვალებაზე?
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მარიკუნა მიქატაძეს გარდაცვალემ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
"ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…
საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია.
მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში", - წერს ჟორჟოლიანი.