სუნს შეუწუხებია მეზობლები, გარაჟში უნახავთ, 10 დღის გარდაცვლილი იყო... - თბილისში კაცის ცხედარი იპოვეს, რას ამბობენ მეზობლები?
თბილისში, მუხიანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
. ადგილობრივების თქმით, მეზობლები ავტოფარეხიდან მომავალმა სუნმა შეაწუხა და აღმოჩნდა, რომ იქ რამდენიმე დღის გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი იყო.
"როგორც ამბობენ, წნევას დაურტყამს ამ კაცისთვის გარაჟში. ათი დღის გარდაცვლილი იყოო, რანაირად არ მოიკითხეს ამ დროის განმავლობაში, არ ვიცი", - აცხადებს მუხიანის მკვიდრი.