ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს ქვეყანას, რაც მათ იკადრეს... - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადონ.
"ვფიქრობ, მორიგი მცდელობაა ახალი სპექტაკლის დადგმის, იგივე ეს წერილები რაც მივიღეთ თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. მე მინდა ასევე გავიმეორე, ნაცვლად იმისა, მათ ჩვენ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მე მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მთავრობამ მოწამლა კვდება და ა.შ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 50-მდე დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.