თეგებით ძიება

სამხრეთ კორეა უკრაინის დასახმარებლად $150 მილიონს გამოყოფს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, იუნ სოკ იოლს შეხვდა.

"დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ," - ამბობს ზელენსკი. 

სამხრეთ კორეის ლიდერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს. მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

"შარშან კორეის რესპუბლიკის მთავრობამ 100 მილიონი დოლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. წელს ეს მხარდაჭერა 150 მილიონი დოლარი იქნება. გასულ წელს მივაწოდეთ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა საჭირო მასალები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დახმარების დონე წელს ბევრად მეტი იქნება," - თქვა იუნ სოკ იოლმა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის ლიდერი უკრაინაში დღეს მოულოდნელად ჩავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა