გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - დაიღუპა 1 ადამიანი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ, ატენში ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 14 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა.
“როგორც ვიცით ფუტკარი გადაჰქონდათ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი არა, უკან მჯდომი ადამიანი გარდაიცვალა” – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ამ დრომდე სხვა დეტალები უცნობია.