კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა
პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა. მან 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდში 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გინესის რეკორდების წიგნში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტის სტატუსით შევიდა.
რონალდოს შემოსავლები Forbes-მა გადასახადების ჩათვლით დაითვალა და ის მოიცავს მიღებულ ხელფასს კლუბებისგან და ასევე სასპონსორო ხელშეკრულებების საფასურს.
გასული წლის დეკემბერში რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გუნდში, „ალ-ნასრიში“ გააგრძელა, სადაც სეზონში 200 მილიონ ევროს უხდიან.
კარიერის მანძილზე პორტუგალიელ ფეხბურთელს ლისაბონის „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალში“, ტურინის „იუვენტუსსა“ და „ალ-ნასრიში“ უთამაშია.