ახალციხეში ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
შემთხვევა, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.